1. ზოგადი პირობები
1.1. www.nikalasmarani..ge არის ღვინის მარანისმა "ნიკალას მარნის ოფიციალური ვებ გვერდი, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ერთის მხრივ, გაეცნოს მარნის თითოეულ პროდუქტს, ხოლო მეორეს მხრივ შეარჩიოს და შეიძინოს მისთვის სასურველი პროდუქტი ონლაინ და ისარგებლოს ფასიანი ან უფასო მიწოდების სერვისით.
1.2. www.nikalasmarani..ge -ს ვებ-გვერდის ადმინისტრირებას ახდენს ინდ მეწარმე ზურაბ მღვდლიაშვილი პნ 35001005906 .
1.3. www.nikalasmarani..ge -ვებ-გვერდზე ყოფნისას მოქმედებს ამ წესებით და პირობებით გათვალისწინებული დათქმები, რომელიც სამართლებრივად სავალდებულოა როგორც მომხარებლისათვის, ისე www.nikalasmarani..ge -სათვის და არეგულირებს მომხმარებლის მიერ www.nikalasmarani..ge - ვებ-გვერდის გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
1.4. www.nikalasmarani..ge ს ვებ-გვერდის გამოყენებისას თქვენთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც bagi.ge თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს შეკვეთის ფორმირებისას, მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
2. მომხმარებლის გარანტიები:
2.1.2. გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს www.nikalasmarani..ge --ს ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
2.1.3. აქვს სრული უფლებამოსილება იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს;
2.1.4. გაცნობილია პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;
2.1.5. მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში;
2.1.6. მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;
2.1.7. მისი ქმედება არ იქნება მიმართულიwww.nikalasmarani..ge -ს ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ www.nikalasmarani..ge -სთვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;
2.1.8. იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;
2.1.9. თანახმაა, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, www.nikalasmarani..ge -მ მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები.
2.2. www.nikalasmarani..ge მომხმარებელთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში შედის ამ პირობებში მოცემული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების გათვალისწინებით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველიაwww.nikalasmarani..ge -ს მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისათვის.
3. პროდუქციის შეძენა
3.1. „ბაგის“ პროდუქციის www.nikalasmarani..ge -ს ვებ-გვერდიდან შეძენა შესაძლებელია, არარეგისტრირებული მომხმარებლებისათვის.
3.2. რეგისტრაციისთვის მომხმარებელი უთითებს სახელსა და გვარს, ელ-ფოსტას, მობილურის ნომერსა და პაროლს. მომხმარებლის მიერ რეგისტრაციისას მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია www.nikalasmarani..ge -ს მიერ გამოყენებულ იქნება მომხამრებელთან ურთიერთობის მიზნებისათვის.
3.7. www.nikalasmarani..ge -ზე გაკეთებული შეკვეთის ღირებულების ანგარიშსწორება შესაძლებელია როგორც საბანკო ბარათის გამოყენებით, ასევე ნაღდი ანგარიშსწორებით. საბანკო ბარათის გამოყენების შემხთხვევაში შეკვეთის დასრულებამდე მომხმარებელი გადამისამართდება ბანკის დაცულ ვებ-გვერდზე და შეიყვანს საკუთარი ბარათის მონაცემებს. შეკვეთა დასრულებად ითვლება შეკვეთის ღირებულების შესაბამისი თანხის მომხმარებლის საბანკო ანგარიშიდან წარმატებით ჩამოჭრის შემდგომ.
3.8. ბარათის მონაცემების შეყვანამდე დარწმუნდით, რომ იმყოფებით ბანკის დაცულ ვებ-გვერდზე და არცერთ შემთხვევაში არ გაანდოთ თქვენი საბანკო ბარათის მონაცემები თქვენთვის უცნობ გვერდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში www.nikalasmarani..ge იხსნის პასუხისმგებლობას დამდგარ ზიანთან დაკავშირებით.
4. უსაფრთხოება
4.1. მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, მომხმარებელს დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. კომპანია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე.
4.3. მომხმარებელი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ მის მიერ პირადი ანგარიშის გახსნით არ არღვევს არანაირ კანონს ან რეგულაციას. იგი ვალდებულია დაიცვას www.nikalasmarani..ge-ს ინტერესები და აუნაზღაუროს www.nikalasmarani..ge -ს ყველა ზიანი, რომელიც მას მიადგა მომხმარებლის მიერ წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შედეგად;
4.4. მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება. www.nikalasmarani..ge არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ არანაირ ზიანზე. www.nikalasmarani..ge უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა.